ჯანდაცვა
24/05/2023

პანდემიამ კერძო ჰოსპიტალურ სექტორს მოგება გაუზარდა – კვლევა

ჰოსპიტალიზაციის რაოდენობებით საქართველოს ჰოსპიტალური ბაზრის ლიდერი „ევექსია“ 16,7%-იანი წილით. მას მოსდევს „ავერსი“ 6,9%-ით, მომდევნოა „ჯეო ჰოსპიტალსი“ 5.5%-ით, შემდეგია ინგოროყვას კლინიკა – 2,1%,  რომლის შემდეგაც 2%-მდე წილით მოდის „ვივო მედიქალ ჯგუფი“, „ნიუ ჰოსპიტალსი“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრი.

ბაზრის დანარჩენ წილს – თითქმის 64%-ს სხვადასხვა დაწესებულებები იკავებენ.

შემოსავლების მიხედვით ევექსს ბაზრის ევექსი 13.4% უკავია, „ავერსს“ 7,5 %.

ამის შესახებ ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში „ჯანდაცვის სექტორი საქართველოში“, რომელიც 2021 წლის მონაცემებს ასახავს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვაში კერძო სექტორის წილი მაღალია ბევრ განვითარებად და განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით.

უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემები საავადმყოფოების განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით საქართველოში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი საავადმყოფოთა მთლიან რაოდენობაში 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.

ამასთან, „გალტ ენდ თაგარტი“ აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობა 2021 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გაუმჯობესდა (ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის მენეჯმენტისთვის გაწეული დანახარჯების შედეგად).

„წლის განმავლობაში სექტორის EBITDA მარჟა 17.1%-ს გაუტოლდა, წმინდა მოგების მარჟა კი 14.6%-ს. DRG მოდელის შემოღებასთან ერთად, მომგებიანობის ჯანსაღ დონეზე დასტაბილურებაა მოსალდონელი,“ – ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023