ჯანდაცვა
12/07/2023

"ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების საკითხი, მრავალი წლის გადაუჭრელი პრობლემა იყო“

„ბავშვების დაფინანსების საკითხი, მრავალი წლის გადაუჭრელი პრობლემა იყო, რომლის აქტიური დაკვირვება და შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობდა.“- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მარინა ბერაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბის  პროგრამა ამ დრომდე არ ყოფილა და მას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელთაც მკურნალობასა და გამოკვლებეში ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდებათ, ამასთან სახელმწიფოსთვისაც, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმით შეირჩევა პაციენტი, ბერაძის თქმით, პროგრამის აღსრულების პროცესი კიდევ უფრო რთული ნაწილია, ვინაიდან კითხვები არ დარჩეს,ის კონკრეტული ბავშვი რატომ დაფინანსდა.

„კვალიფიციური გუნდის შექმნა და ანგარიშვალდებულებაა საჭირო. ვფიქრობ, შერჩევის პროცესი  გამჭვირვალე უნდა იყოს," -აცხადებს ბერაძე.

მისი მტკიცებით, პროგრამაში გათვალისწინებული ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი და ისრაელი გეოგრაფიული სიახლოვის გამო შეირჩა, ამას გარდა, ადამიანები, რომლებიც მკურნალობას საზღვარგარეთ აგრძელებდნენ, სწორედ ამ ქვეყნებში მიდიოდნენ. რაც შეეხება ესპანეთს, იქ მკურნალობის პროცესი ახალი მეთოდებით ხდება .

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად  300 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი საჭიროებს ამგვარ მკურნალობას, რომელთაც სახელმწიფო ხარჯებს აუნაზღაურებს.

ცნობისთვის, მთავრობამ განიხილა პროექტი, რომლის მიხედვიტაც, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.

პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023