ჯანდაცვა
13/01/2023

"მოდელი კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს" - ზურაბ აზარაშვილი DRG სისტემის დანერგვაზე

კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი - DRG საპილოტე რეჟიმში უკვე ორი თვეა, მოქმედებს - DRG სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა და მთლიანობაში, მინისტრი ახალი სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს.
 
"მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს, რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და სამართლიანი გადახდის წესის დამკვიდრება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
 
მისივე თქმით, DRG სისტემის დანერგვის პროცესში, უწყებისთვის პრიორიტეტული იყო პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდის შემცირება და ე.წ. შენიღბული თანაგადახდების პრაქტიკის შეცვლა.
 
„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შენიღბული თანაგადახდები, რაც ე.წ. VIP სერვისებს და ექიმებს ეხებოდა შეცვლილიყო. ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ მოდელის დანერგვის პროცესში. მაგალითად, თუ საყოველთაო ჯანდაცვით, პირობითად ვიხდიდით 500 მილიონს, დამატებით კი ე.წ. VIP სერვისებში, პაციენტები ჯიბიდან იხდიდნენ 200 მილიონს, ეს გავითვალისწინეთ და DRG პრინციპით გამოვიყვანეთ ისე, რომ ჯამური 700 მილიონიდან მოხდა საბაზისო ტარიფის დაანგარიშება.
 
აქედან გამომდინარე ჩვენ კლინიკებს და სექტორს ვუთხარით, რომ ვაფინანსებთ სრულად, იმის ჩათვლით, რასაც თქვენ ჯიბიდან ახდევინებდით პაციენტს და ზედმეტი თანხა, დამატებითი სერვისებისთვის პაციენტისთვის აღარ მოეთხოვათ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023