ჯანდაცვა
17/10/2023

ფარმაცევტული პროდუქციის 750 დისტრიბუტორიდან GDP სტანდარტი მხოლოდ 55-მა დააკმაყოფილა

ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანიების მხრიდან 750 შეტყობინებიდან GDP სტანდარტი 55-მა დააკმაყოფილა, დარჩენილებიდან 30-მდე სუბიექტი ბროკერად დარეგისტრირდა. შესაბამისად, დაახლოებით 665 დისტრიბუტორმა საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ jandacva.ge-ს GMP/GDP ექსპერტ-კონსულტანტმა, „ფარმაცევტული ჰარმონიზაციის ცენტრი“-ს დირექტორმა გიორგი დათუკიშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბაზარზე საჭიროზე მეტი დისტრიბუტორი იყო ამ სფეროში, ან პირიქით, დისტრიბუციის სფეროში პრობლემები შეიქმნა, დათუკიშვილი ამბობს, რომ მსგავს საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტრო არანაირ მონიტორინგს და კვლევას არ ახორციელებს და მხოლოდ „პოლიციელის“ ფუნქციას ასრულებს. 

„მსგავს საკითხებს, მათ შორის მაგალითად წამლის უკუმოქმედებას არავინ აკონტროლებს და არ ამონიტორინგებს. მარეგულირებლის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს სტატისტიკის მოწოდება და ანალიზი. დღეს კი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო პოლიციელად გადაიქცა, რომელიც შედის კომპანიებში და აჯარიმებს მათ. სააგენტოს წინა ხელმძღვანელობის დროს კომპანიებთან გარკვეული თანამშრომლობა დაწყებული იყო, უწევდნენ მათ კონსულტაციებს, ტარდებოდა სწავლებები, მაგრამ ახლა ესაა სადამსჯელო ორგანო, სადაც ექიმები, ფარმაცევტები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები აღარ დარჩნენ,“- განაცხადა დათუკიშვილმა.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის GMP სტანდარტის, ხოლო დისტრიბუტორებისთვის GDP სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა.

ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემისა და ტრანსპორტირების სტანდარტების დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022