ჯანდაცვა
26/06/2023

"ესაა მართვის გაუმჯობესება ჯანდაცვის სექტორში"- ეკონომიკის მინისტრი დაგეგმილ ცვლილებებზე

არაერთ სექტორში, რომელიც პირდაპირ კავშირში არაა ადამიანის ჯანმრთელობასთან, მარეგულირებელ ორგანოს აქვს ობიექტის მოულოდნელი, სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლება, რაც ამ დრომდე არაა ჯანდაცვის სექტორში.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კლინიკების შემოწმების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა

დავითაშვილის თქმით, ჯანდაცვა სპეციფიკური დარგია  და არ შეიძლება იგივე კონტექსტში განვიხილოთ, როგორც ეკონომიკის ნებისმიერი დარგი იმიტომ, რომ  ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე, რომელიც უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისა და მისი მთავრობისთვის.

„უცნაურია, რომ ქვეყანაში ყველაზე უფრო მგრძნობიარე დარგში მარეგულირებელ სტრუქტურებს ანუ მაკონტროლებელ სამსახურებს უფრო ნაკლები ფუნქცია ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სტრუქტურას კონკრეტული დარგის რეგულირების ნაწილში.

თქვენ იცით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო, როცა გარკვეული ეჭვები და რისკები არსებობს, მყისიერად იღებს გადაწყვეტილებას. ეს ეხება გარემოს დაცვას, ტექნიკურ ზედამხედველობას თუ სხვას. როცა ვხედავთ რისკებს ამა თუ იმ მიმართულებაში, მაკონტროლებელი იღებს გადაწყვეტილებას რისკზე დაფუძნებით. წარმოიდგინეთ, რომ ამის უფლებამოსილება არ გვქონდა ჯანდაცვის სექტორში,“- აღნიშნა მინისტრმა და დააზუსტა, რომ საუბარია სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმებაზე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მოქნილი დროში ოპერატიული.

„ეს არის ეფექტიანი კონტროლის პროცესი, რომელიც დღესაც არსებობს უამრავ დარგთან მიმართებაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეთან პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ამ დარგის სწორად ფუნქციონირებისთვის და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის და წარმოიდგინეთ, რომ უფრო ნაკლები უფლებამოსილება აქვს მაკონტროლებენ ორგანოებს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, ხდება იმ მაკონტროლებელი მექანიზმების ადეკვატურად გასწორება და ესაა მართვის გაუმჯობესება ჯანდაცვის სექტორში,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023