ჯანდაცვა
22/09/2023

"ავერსის" ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე 10-სართულიანი საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას 29 ნომერში, „ავერსის“ ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე,  კომპანია „ავერსი ფარმა“ საავადმყოფოს ახალი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურში შეთანხმების ეტაპზეა. 

განმცხადებლის განმარტებით ბარათში, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ საავადმყოფოს შენობა, პროექტის მიხედვით, მოიცავს 10 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს.

-4 სართულზე დაგეგმილია რადიაციული თერაპიის დეპარტამენტისა და საწყობების განთავსება, -3 სართულზე საწყობების, -2 სართულზე კი ინჟინრების განყოფილების, სასაწყობე ფართების, სამეურნეო საწყობის, ქიმიისა და სანიტარის ცენტრალური საწყობების მოწყობა იგეგმება.

-1 სართულზე განთავსდება ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი, მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების საწყობი, თეთრეულის საწყობი, ცენტრალური სამრეცხაო, გვამის დაყოვნების ოთახი და სხვადასხვა დამხმარე სივრცეები.

ბირთვული მედიცინა მოიცავს PET-CT-ს, გამა-კამერას, რადიოაქტიური იოდის თერაპიის 3 პალატას. პროექტის თანახმად. 0 სართულზე  დაგეგმილია საავადმყოფოს მიმღებისა და სამომსახურეო სივრცის, რესტორნის, აფთიაქის, ტექნიკური ოთახების, ოფისებისა და გასახდელების განთავსება.


 
პირველ სართულზე განთავსდება გადაუდებელი დახმარების ცენტრი და მცირე საოპერაციო ოთახი, მე-2 სართულზე - ლაბორატორია და ფლებოტომიის ოთახები, ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი, ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის დეპარტამენტები, მე-3 სართულიდან მე-7 სართულის ჩათვლით - პალატები (სართულზე 46 საწოლი), ადმინისტრაცია, ექიმების ოთახები და დამხმარე სივრცეები.

პროექტის თანახმად, განაშენიანების ფართობი 3600 კვადრატულ მეტრამდეა.

შეგახსენებთ, 2023 წლის დასაწყისში „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ განაცხადა, რომ „ავერსის“ კლინიკების ქსელი თბილისში, ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე ახალი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

„გაფართოება მნიშვნელოვანია, რადგან ყველგან ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს – არ გვყოფნის ფართი. დავიწყეთ ცენტრალურ ფილიალში პროექტირების პროცესი და ვიწყებთ ახალი კორპუსის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, დავამატოთ ის სერვისები, რაც დღეს ცენტრალური ფილიალისთვის საკმარისი არ არის,“ – აღნიშნა ჯორბენაძემ.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023