ჯანდაცვა
30/06/2023

"აქ ვიქნებით უკიმპრომისო" - პრემიერ-მინისტრი კლინიკების კონტროლზე

აქ არ შეიძლება კომპრომისი - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკების კონტროლის საკითხზე საუბრისას, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტარების მიერ დასმული შეკითხვების პასუხისას განაცხადა.  

„დღეს ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ხარისხიანი ჯანდაცვა და ხარისხიანი სერვისები. ამ მიმართულებით ამ ტრიბუნიდან შემიძლია ღიად დავასახელო ერთერთ პრობლემა. ძალიან ბევრი ე.წ. კლინიკა, თუ შეიძლება ამას კლინიკები ვუწოდო, არის შექმნილი და შექმნილი იყო წლების განმავლობაში. არ მიმდინარეობდა ეფექტური კონტროლი იქ არსებულ მდგომარეობაზე. ეს არაა ჩემი სფერო, მაგრამ გვესწრება მინისტრის მოადგილე და ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ინფექციების გადადების. საჭიროა უფრო ეფექტური კონტროლის მექანიზმების შექმნა. ერთერთი მიზეზი, რის გამოც გვინდოდა ამ ახალი კანონის მიღება, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. აუცილებელია ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობის გაგრძელება. მინისტრ აზარაშვილს აქვს ხედვა - 2025 წლიდან დაიწყება ავტორიზაციის პროცესი, რაც ავტომატურად ძალიან ბევრ რამეს დაარეგულირებს.

ყველა ის კლინიკა თუ საავადმყოფო, რომელიც  ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს, ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, 2025 წლიდან. მანამდე ჩვენ მათ შეგნებულად მივეცით გონივრული ვადა, რომ მოემზადონ, გადაამზადონ და ა.შ. აქ არ შეიძლება კომპრომისები, ვინაიდან ყველაზე მთავარს  - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება აღნიშნული საკითხი. ამიტომ აქ ვიქნებით უკომპრომისო. რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადას და მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან და დავეხმაროთ,“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023