
"ვისოლის" შემდეგ BMatch-ზე სავაჭროდ "რომპეტროლი" შედის
BMatch-ზე ახალი მოთამაშეები აქტიურდებიან. საპენსიო სააგენტო პლატფორმას მარტის მე-2 ნახევრიდან შეუერთდა და $120 მლნ-ზე მეტი შეიძინა, საიდანაც $65 მლნ-მდე უცხოურ კორპორაციულ აქციებში დააბანდა, ETF-ში, აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის რეპლიკაციით დგება. ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი, 1 550 კომპანიის აქციით აქვს iShares-ს (iShares MSCI World), სწორედ iShares MSCI ინდექსში აქვს ინვესტირებული სააგენტოს (iShares-ი 30 მლრდ აშშ დოლარის აქტივს განკარგავს და აქედან $103 მლნ -ის 1 560 ერთეული Apple -ა აქციაა, 80 მლნ -ის Amazon-ის).
საპენსიო სააგენტო ვალუტას ყველაზე დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში აბანდებს. შესაბამისად სავალუტო წყვილების, ოქროს ფასის ცვლილებაზე, „ფსონებს“, მოგების მიღების მიზნით, ვერ ჩავა. ყველაზე ურისკოდ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები მიიჩნევა და ფულის დაპარკინგება ყველაზე მიზანშეწონილია. აშშ-ის ობლიგაციოებში საპენსიოს $35 მლნ-მდე აქვს ჩადებული.
BMatch-ზე იანვარ-მაისის გარიგებების რაოდენობა/მოცულობის ჯამურ სტარტისტიკას სებ-ი კვირის ბოლომდე მოგვაწვდის. შარშან ანალოგიურ პერიოდში სულ $180 მლნ-მდე 1 500 გარიგება შედგა, წელს კი $120 მლნ მხოლოდ საპენსიო სააგენტოს ნავაჭრზე მოდის.
საპენსიოს შემდეგ BMatch-ზე სავაჭროდ "რომპეტროლ ჯორჯია" შევიდა და ახლა უკვე მოედანზე 4 არასაფინანსო კომპანია (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი, Eaton Vance...) 13 კომერციული ბანკი და 4 მისოა.
ბლუმბერგის ეს მოედანი 03/2020-დან გაეშვა. იანვრიდან (2021) ბანკებს და მისოებს ნელ-ნელა მსხვილი ნავთობიმპორტიორი და მობილური ოპერატორი შეუერთდა, თუმცა განაცხადებს შუამავალი ბანკის მეშვეობით მანამდეც წარადგენდნენ. როგორც იცით $/₾ (ჯერ მოედანს სხვა წყვილები არ აქვს) კონვერტაციის შეთავაზება კომერციული ბანკის გავლითაც შესაძლებელია. BMatch-ის ხიბლი, ერთდროულად ბევრ მხარესთან , მათ შორის ყველა ბანკთან, სასურველი კურსით გარიგების შესაძლებლობაა. პლატფორმამ ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობის - სპრედების - მნიშვნელოვნად შევიწროების შესაძლებლობა შექმნა. გარიგებები კარგად ასახავს იმ დროს ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას. ეროვნული ბანკიც ოფიციალურ კურსს BMatch-ზე გარიგებებით ადგენს.
Bloomberg-ი დაჯილდოებულია საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის ( Central Banking-ის საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გაიმარჯვა).
Bmatch-ზე საასპარეზოდ კომპანია ბლუმბერგის სისტემაში რეგისტრირდება (თვის საფასური $1 970 ) . ის გამჭვირვალობის და ბრუნვის, სისტემის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სებ-ის ინფორმაციით, ბლუმბერგის სისტემის არცერთი მონაწილე ფლობს ბრუნვის 13%-ზე მეტს.