ფინანსები
12/04/2021

ვასილ ხოდელი: ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიმართვის საფუძველზე პენსიონერთა სესხის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

როგორც ლიბერთის გენერალურმა დირექტირმა ვასილ ხოდელმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ბანკმა პასუხი გასცა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას.

"კერძოდ, ჩვენს მიმართ დასმულ ორივე შეკითხვაზე გვაქვს მკაფიო პასუხი.
ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები.

მეორე და მთავარი, ლიბერთის ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ლიბერთი ბანკი არის - კერძო კომერციული ბანკი, რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და იცავს ქვეყანაში დაწესებულ კანონებსა და რეგულაციებს", - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023