ვალუტით ვაჭრობიდან ბანკების მოგება 100 მლნ-ს აჭარბებს - რეიტინგი
ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ბანკებმა სექტემბერში 90 მლნ ლარის შემოსავლები მიიღეს, 2022 წლის სხვა თვეებში მიღებულზე მეტი (ივნის-ივლისს თუ არ ჩავთვლით, 92 და 98 მლნ ლარის მოგება როცა მიიღეს).
სავალუტო სახსრების გადაფასებიდან („სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი” გამოითვლება როგორც მიმდინარე თვეში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო უცხოური ვალუტის აქტივების გადაფასებას, გამოკლებული უცხოური ვალუტის ვალდებულებების გადაფასება) მიღებულ 12 მლნ-ის მოგებასაც თუ მივუმატებთ, ₾100 მლნ-ს ცდება.
სულ, 9 თვეში კი სექტორს 606 მლნ ლარის შემოსავალი აქვს მიღებული (წყარო: სებ-ი)
ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგებით
| 
 01.10.2022  | 
|
| 
 ლარი  | 
|
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 293,254  | 
| 
 თიბისი ბანკი  | 
 234,367  | 
| 
 ლიბერთი ბანკი  | 
 26,423  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 21,644  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 14,946  | 
| 
 ტერა ბანკი  | 
 13,658  | 
| 
 კრედო  | 
 -1,263  | 
წყარო: სებ-ი
