ვალუტის კონვერტაციით ბანკების მოგება გასამმაგდა
ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) ბანკებმა ივნისში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს, 92 მლნ ლარის (06/2021- 60 მლნ), საანგარიშო თვეშის სავალუტო სახსრების** 30 მლნ ზარალის მიუხედავად.
სულ, 6 თვეში სექტორს 327 მლნ ლარის შემოსავალი აქვს (H1/2021 - 103 მლნ). სავალუტო სახსრების გადაფასებიდან ზარალი 92 მლნ ლარია.
ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგება(ზარალით)
| 
 H1/2021  | 
 H1/2022  | 
|
| 
 ლარი  | 
 მლნ ლარი  | 
|
| 
 თიბისი  | 
 32 640 777  | 
 123,903,522.  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 51 226 790  | 
 163,467,680  | 
| 
 ლიბერთი ბანკი  | 
 (-4 495 132)  | 
 17,425,199  | 
| 
 ვითიბი ბანკი  | 
 6 984 260  | 
 (-26,770,000)  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 4 338 657  | 
 13,069,427  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 1 523 653  | 
 12,374,487  | 
წყარო: სებ-ი და ბანკები
** „სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი” გამოითვლება როგორც მიმდინარე თვეში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო უცხოური ვალუტის აქტივების გადაფასებას, გამოკლებული უცხოური ვალუტის ვალდებულებების გადაფასება.
