ფინანსები
26/10/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე EFSE-ის $10 მლნ-იან სესხზე: ტრანზაქცია MSME-ს მხარდაჭერის შესაძლებლობას გვაძლევს

თიბისიმ და  ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი  წარმატებული  და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მოზიდული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს დავაფინანსოთ ბიზნესების წარმომადგენლები საჭირო, გრძელვადიანი ლარის რესურსით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი საინტრესო ინიციატივის განხორციელებას შევძლებთ ერთად,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 „ვამაყობთ თიბისისთან  ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობით. თიბისის წარმატებული შედეგები, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის დროს, მართლაც შთამბეჭდავია. მოხარული ვარ, რომ EFSE-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება“,  - კლაუს მიულერი, EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე.

2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისა და ინვესტიციის განხორციელების გზით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023