ფინანსები
16/03/2023

ვაკეში თიბისის მხარდაჭერით, კრივის კლუბის - "12ROUNDS" რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 72ა ნომერში, თიბისის მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS“ რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 4 კონცეპტუალურ სივრცეს - კრივის, ფუნქციონალური ტრენინგის, კლასიკური ჯიმისა და მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

ახალ ფილიალში მომხმარებელს ზრდასრული და ბავშვებისთვის განკუთვნილი კრივის ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილები, ასევე  ფუნქციონალური და მაღალი ინტენსივობის ჯგუფური აქტივობები, იოგა და პილატესი დახვდებათ.

1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული დარბაზის სივრცე აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის, პროფესიონალური რინგითა და ტომრებით. მეორე სართულზე განთავსებულ სატრენაჟორო ზონაში კი წარმოდგენილია ბოლო თაობის TECHNOGYM–ის მულტიფუნქციური სავარჯიშო ტრენაჟორები.

„12ROUNDS“, ხარისხითა და არჩევანის მრავალფეროვნებით კრივის სამყაროში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის - TITLE BOXING-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მომხმარებელს კლუბში აღნიშნული ბრენდის და ასევე, 12 ROUNDS–ის ბრენდირებული ინვენტარის ფართო  ასორტიმენტი დახვდება.

„12ROUNDS“, რომლის დევიზია - The coolest place in town to get rid of stress and negativity, 2 წელია ბაზარზე მომხმარებელს მაღალი და პროფესიონალური სტანდარტებით ემსახურება და 2025 წელს, თბილისში რიგით მე-3 ფილიალის გახსნას გეგმავს. კლუბის პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023