ფინანსები
22/11/2021

ცუცქირიძე: პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო სესხის კამპანია წმინდა სპეკულაციური ხასიათისაა

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში საპენსიო სესხების პროცენტზე გააქტიურებულ დისკუსიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი კომერციული ბანკი (ლიბერთის გარდა), რომელიც შეუფერხებლად შეძლებს სოციალური გასაცემლების დარიგებას. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ გარკვეული პოლიტიკური ფიგურების მხრიდან წამოწყებული კამპანია წმინდა სპეკულაციურ ხასიათს ატარებდა. 
 
"ბოლო წლებია, პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. შესაბამისად, კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ფრაზები და უპასუხისმგებლო განცხადებები, უსაფუძვლო სპეკულაციების საგანი ხდება.
 
ამ თემამ მორიგი აქტუალიზაცია, მიმდინარე წელს, თვითმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში შეიძინა, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან პენსიონერთა ხმებზე "ნადირობის სეზონი" გაიხსნა და რა სახის დაპირებები არ გაჟღერდა, რომელთა საერთო დედააზრი, საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთების უპრეცედენტო შემცირებას ითვალისწინებდა, თვით საბაზრო განაკვეთზე გაცილებით დაბალსაც კი. თან ყოველგვარი წონადი არგუმენტების გარეშე.
ამ საარჩევნო სრბოლაში, მთელი დარტყმა ბუნებრივია, საპენსიო მომსახურებაზე პასუხისმგებელი მოქმედი ბანკის (ლიბერთის) მიმართ განხორციელდა.
 
სამწუხაროდ, აშკარად სპეკულაციურ ხასიათს ატარებდა ღია, ლამის ბრალდებამდე დასული მინიშნებები საპენსიო სესხზე, ბანკის ზე მაღალ საპროცენტო განაკვეთზე. ისეთი სურათიც კი დაიხატა, თითქოს ბანკი, სარგებლობდა რა ბაზარზე მონოპოლიური უპირატესობით, პენსიონერებს გაცილებით მაღალ პროცენტში სთავაზობდა სესხს, ვიდრე ამის შესაძლებლობას საბაზრო განაკვეთი იძლეოდა.
 
მთელი ეს კამპანია, რომ წმინდა სპეკულაციური ხასიათისა იყო და საერთი რეალობასთან არაფერი ჰქონდა, იქიდანაც გამოჩნდა როდესაც არჩევნების შემდგომ პერიოდში, ამ საკითხის ირგვლივ სრული სიჩუმეა დასადგურებული. არაფერი ისმის საპარლამენტო განხილვებზე, არადა საკითხი საპარლამენტო კომიტეტებზე დადგა.
 
რაც ყველაზე ცუდი და საგანგაშოა, ამ არაკონსტრუქციულმა აქტიურობამ მიიღო რეპუტაციული ზიანის შემცველი კამპანიის ხასიათი. სწორედ, მაღალი რეპუტაციული ჰაზარდის ანუ რისკის გამო, სავარაუდოა, რომ არცერთი მოქმედი კომერციული ბანკი არ გარისკავს საპენსიო მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მიღებას და საკუთარი იმიჯის შელახვას.
გარდა რეპუტაციული და იმიჯის შელახვის რისკებისა, ასევე არსებობს წმინდა ტექნიკური საკითხები, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ისე საპროცენტო ფასწარმოქმნის კუთხით, და რაზეც აქცენტები საერთოდ არ გამახვილებულა. კერძოდ, საპენსიო მომსახურების პასუხისმგებელი ბანკი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად უნდა ფარავდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიას.
 
როგორც ცნობილია ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი კომერციული ბანკი (ლიბერთის გარდა), რომელიც შეუფერხებლად შეძლებს სოციალური გასაცემლების დარიგებას, მათ შორის ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სხვა ბანკების არც ფილიალები და არც სერვის ცენტრები არ ფუნქციონირებენ. წინა ტენდერში ბანკის გამარჯვების წამყვანი ფაქტორიც მომსახურების ფართო არეალი იყო.
 
სწორედ, მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს", - წერს ცუცქირიძე სცოიალურ ქსელში.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023