ფინანსები
22/06/2023

თიბისისთან პარტნიორობით საქართველოს ბაზრის ლიდერმა კომპანია "აუტოპიამ" ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

კომპანია „აუტოპიამ“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან ყველაზე ხარისხიანი სერტიფიცირებული ავტონაწილების მომწოდებელია, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი, ამჯერად ქუთაისის ფილიალი გახსნა!

კომპანიის უწყვეტი წარმატების ისტორიას მისი დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი არჩვაძე გვიყვება:

„აუტოპია“ უდიდესი ევროპული კომპანიების - PRASCO, RHIBO, MAXICAR წარმომადგენელია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათი სტანდარტით ვმუშაობთ და ჩვენი პროდუქციის 90%-ზე მეტი სწორედ ამ კომპანიებისგან მოდის.

საქმიანობა 2010 წელს დავიწყეთ, ორი პატარა მაღაზიით თბილისსა და ქუთაისში, სადაც 300-ამდე დასახელების ადაპტირებად, სერტიფიცირებულ ავტონაწილებს ვყიდდით. პროფილი თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა - ვმუშაობდით ძარის ნაწილებზე, რომლებიც, ხარისხიდან გამომდინარე, ძვირი ღირდა,  თუმცა სწორედ ხარისხის გამო, თავიდანვე გაგვიჩნდა ერთგული მომხმარებელი.

პირველი ორი წლის განმავლობაში, სირთულეების მიუხედავად, საქმე ისე კარგად წავიდა, რომ 2013 წელს გაფართოება გადავწყვიტეთ.  გავაკეთეთ რებრენდინგი, კომპანიას დავარქვით „აუტოპია“, გავხდით PRASCO-ს პარტნიორები, დავიწყეთ ასორტიმენტისა და სერვისის გაფართოებაზე ზრუნვა.

თანდათან ჩვენი პარტნიორების რიგებს შეემატა ისეთი მსხვილი კომპანიები,  როგორებიცაა GBG (საბერძნეთი) TONG YANG (ტაივანი)  DEPO(ტაივანი)  TYC (ტაივანი).

შევცვალეთ, ასევე, მომარაგების მარშრუტი: თუკი მანამდე ჩვენი პარტნიორი კომპანიები ევროპიდან გვამარაგებდნენ, 2013 წლიდან მომარაგება გაგრძელდა პირდაპირ მწარმოებლისგან, ანუ ტაივანიდან. სწორედ ტაივანი აწარმოებს ჩვენი მთლიანი პროდუქციის 90%-ს. ამან, ცხადია, ფასების დაწევა გამოიწვია და, თუკი მანამდე ყველაზე ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებლები ვიყავით ქართულ ბაზარზე, ახლა უკვე ყველაზე დაბალ ფასად დავიწყეთ ამ პროდუქციის რეალიზაცია. ამან კომპანიის წარმატება კიდევ უფრო დააჩქარა.

2014 წელს გავხსენით ელიავას ფილიალი, ხოლო  2015 წელს დიღმის ფილიალი - 500 კვ.მ ფართის მაღაზია. გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი, როცა თანამშრომლობა დავიწყეთ  საქარე მინების მწარმოებელ გიგანტთან XYG-თან და იმავე  წლიდან  ვართ ამ კომპანიის ლიდერი დისტრიბუტორი რეგიონში.

ამ პერიოდში (2012 წლიდან) უკვე გვქონდა საკუთარი ვებგვერდიც. ამ საქმეშიც პიონერები ვიყავით,  რადგან მანამდე ჩვენი პროფილის არც მაღაზია არსებობდა საქართველოში და,  არც, მითუმეტეს, ვებგვერდი, რომელზეც გამოტანილი იყოო პროდუქციის ფასები. ეს ერთი მხრივ დიდი რისკი იყო ჩვენთვის, რადგან ფასების ღიად დაფიქსირებით იოლი სამიზნე ვხდებოდით კონკურენტებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ იყო კომპანიის ხარისხის მაჩვენებელი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რამაც თავისი დადებითი შედეგები მალევე გამოიღო - შევიძინეთ კიდევ უფრო მეტი ხარისხზე ორიენტირებული მომხმარებელი.

2018 წელს გავხსენით მეორე, 1500 კვ.მ ფართის ფილიალი თბილისში - ლილოში.

2020 წელს გაიხსნა ბათუმის ფილიალი.

2022 წელს კი თიბისის მხარდაჭერით,  აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში,  შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და ავაშენეთ ფართი.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახდენთ 12 000 -ზე მეტი დასახელების ავტონაწილის რეალიზაციას 12 000 000 ლარის წლიური ბრუნვით. პროდუქციას ვყიდით ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.

"აუტოპიაში" დასაქმებულია 30 ადამიანი - კონსულტანტები, ავტოექსპერტები, მენეჯერები, სერვისის სპეციალისტები. ფილიალების და საწყობების საერთო ფართი 4700 კვ.მ-ია.

ჩვენი მთავარი მიზანი - ვიყოთ მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული, არის ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები.“

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023