ფინანსები
17/05/2023

თიბისის ციფრულ ბანკში საჩუქრები მორიგი მარათონი იწყება

თიბისის ციფრული ბანკი კვლავ იწყებს საჩუქრების კამპანიას, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან Tbilisi Open Air-თან ერთად. თიბისი ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე  დასასწრები  სამდღიანი აბონემენტები.

კამპანია 22 მაისს აიღებს სტარტს და 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125,  ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.

თამაშის წესები ძალიან მარტივია! აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს. 

კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს. 

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.

შეგახსენებ, არ დაგავიწყდეს გადმოწერო ან განაახლო თიბისის ციფრული ბანკი, რომ აპლიკაციის მთავარ გვერდზე თამაშის ღილაკი გამოგიჩნდეს და კამპანიაში ჩართვა შეძლო. უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.

თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023