ფინანსები
04/05/2023

თიბისის მხარდაჭერით ბაღდაში ტექნოლოგიური ღონისძიება Dare to Be გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტექნოლოგიური ხასიათის შეხვედრა გაიმართა.  თიბისი, როგორც ტექ ინიციატივების მხარდამჭერი, ამით მიზნად ისახავს, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობა აამაღლოს და მომავალ თაობასაც დაეხმაროს, ამ სფეროში განვითარდნენ.

ღონისძიების ინიციატივა Women Techmakers Georgia-ს ეკუთვნის. შეხვედრის მთავარი მიზანი, რეგიონში მცხოვრები გოგოები და ქალები გაერთიანებაა, რომელთაც ტექნოლოგიების სფეროსადმი ენთუზიაზმი და განვითარებისა თუ სიახლეებისადმი დიდი სწრაფვა ამოძრავებთ. თავად Women Techmakers კომპანია Google-ის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ქალებს აერთიანებს და სფეროში მათი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ბაღდათში, კერძოდ, სოციალურ კაფე გლიცინიაში გაიმართა. იგი დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო მონაწილეობას კი დაახლოებით 30 ადამიანი იღებდა: "ჩართეს" ბენეფიციარები, "დიმელი ქალები" და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სხვა გოგოები თუ ქალები.

„თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება თანამედროვე პროფესიების კუთხით. ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლება კი ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ინიციატივებია . თიბისი ტექნოლოგური კომპანიაა, შესაბამისად, ხშირად ვართ ისეთი ღონისძიებების ორგანიზატორები და მხარდამჭერები, რომლებიც მიზნად ისახავენ ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერებას, ტექში ცოდნის და ახალი ინფორმაციის გაზიარებასა და ნეთვოქრინგის ხელშეწყობას.“- სალომე მიქაბერიძე, თიბისი ტექნოლოგიების ბრენდ მენეჯერი.

“წელს კამპანიის თემაა "Dare to Be" და ჩვენი მიზანიც არის, მონაწილეებს ვაჩვენოთ ტექნოლოგიების სფეროს ფართო შესაძლებლობები, რომ გაბედონ ოცნება უფრო დიდ მიზნებზე, იყონ გაბედულები კარიერულ გზაზე და არა მხოლოდ.ბაღდათში ღონისძიების ჩატარება ჩვენი თანაგუნდელის, ლილი ფულარიანის, დამსახურებაა. ლილი ყოველთვის გვაცნობს სხვადასხვა პროექტის საშუალებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საოცარ ადამიანებს და გვინდოდა, პირველად მათ შევხვედროდით.”- თამთა კაპანაძე, ღონისძების ორგანიზატორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023