ფინანსები
19/06/2023

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქეშბექების აქციას იწყებს, რომლის პარტნიორებიც არიან: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი  „ნოვა“,   საყიდლების ციფრული პლატფორმა Veli.store,  გარე რეკლამის კომპანია Pixel Outdoor და სარეკლამო კომპანია Allprint.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში,  თიბისი ბიზნეს ნაკრების გამომწერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებით და ყოველი გადახდისას მომენტალურად დაიბრუნო თანხა შემდეგ სერვისებზე:

  • ნოვა: სამშენებლო და სარემონტო მასალები - 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Pixel Outdoor: გარე რეკლამის განთავსება ბათუმში - 30%
  • Allprint: სარეკლამო კომპანია - 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Veli.store: ონლაინ მაღაზია - 30%, მაქსიმუმ 200 ლარი

ქეშბექების აქცია ბიზნეს ნაკრების მფლობელებისათვის უკვე შედგა Veli.store-ისთან, რომელთან წარმატებულმა პარტნიორობამ აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის აქციების მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსნებთ, რომ აქციებით სარგებლობისათვის, საჭიროა, თქვენ გახდეთ საბანკო პროდუქტების ნაკრების მფლობელი. გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები,  გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი  და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახარჯების გარეშე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023