ფინანსები
24/12/2020

თიბისის და Visa-ს ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი და Visa პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“  ბენეფიციარ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. 24 დეკემბრიდან, ყველას,  ვინც გააკეთებს ვიზა ბარათით შენაძენს ამ პროექტით შექმნილ ონლაინ მაღაზიებში - თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.

„ქეშბექის“ აქცია შეეხება Visa-ს ბარათით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას. თიბისის და Visa-ს ინიციატივით, პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზიიის“  ფარგლებში 100 - ზე მეტი ონლაინ მაღაზია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესებს გაყიდვების ახალი არხების ათვისებაში. პროექტის ბენეფიციარები ძირითადად სტარტაპები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან.

ერთის მხრივ, აქციის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ბიზნესებს, რომ მათ საახალწლო ფასდაკლება შესთავაზონ მომხმარებელს „ქეშბექის“  სახით, ხოლო მეორეს მხრივ, ამით მოხდება ონლაინ ვაჭრობის წახალისება. აქცია დაეხმარება ონლაინ მაღაზიებს ცნობადობის გაზრდაში და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაში.

„ქეშბექის“ აქციაში 100-მდე მაღაზის ჩართვა იგეგმება,  რაც  მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე ასევე, თიბისი ბიზნესის სოციალურ ქსელში. მაღაზიების სია კი, ყოველდღიურად ახლდება.

თანხის უკან დაბრუნების აქციით სარგებლობა მომხმარებლებს 14 იანვრამდე შეეძლებათ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023