ფინანსები
05/11/2021

თიბისიმ საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM-ს ჯილდო მიიღო

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალებმა - The Banker და PWM თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ ეს პრესტიჟული ჯილდო 2014 წლიდან დღემდე უკვე მეექვსედ მიიღო.

მსოფლიოში ავტორიტეტული პერსონალური საბანკო მომსახურების გლობალური ჯილდო, რომელსაც ცნობილი გამოცემები PWM და The Banker ყოველწლიურად ატარებენ, წარმოაჩენს უახლეს ტენდენციებს საბანკო სერვისებში, რომლებიც უკავშირდება მაღალშემოსავლიან მომხმარებლებს და დაგროვილი კაპიტალის მართვას.

გამოცემების შეფასებით, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება გამორჩეულია ბაზარზე კონკურენტებთან მიმართებაში.

ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელმაც განაცხადი 120-ზე მეტი ბანკისგან მიიღო, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები მათი პასუხების შედარების შედეგად გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულის გამოვლენისას გაითვალისწინა ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა წარმატების ინდექსი, პორტფელის მართვა, აქტივების განაწილება, კომპანიის ეთიკურობა, ბიზნეს მოდელები, კომპლექსური სამართლებრივი შეფასება, თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი და ინოვაციურობა. ჟიურიმ შეფასებისას რაოდენობრივი მონაცემებიც გაითვლისწინა.

“მოხარული ვართ, რომ თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან. ეს ჯილდო ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდის თავდაუზოგავი შრომის მორიგი აღიარებაა. ჩვენ გავაგრძელებთ , მომხმარებელზე მორგებული, საუკეთესო  ხარისხის სერვისებისა და პროდუქტების ჩვენი მომხმარებლებისთვის მიწოდებას და მათთვის ცხოვრების გამარტივებას.“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

გავლენიანი ფინანსური გამოცემები The Banker და PWM ყოველწლიურად ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023