ფინანსები
21/12/2020

თიბისიმ EIB-ისგან 25 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, არსებული საკრედიტო ხაზის 25 მილიონი ევროთი გაზრდის შესახებ. ჯამში თიბისიმ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 81 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში Covid 19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება. სესხები ბიზნესებისთვის ევროში, აშშ დოლარსა და ლარში გაიცემა, დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე.

“ვამაყობ წარმატებული თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ რთულ პერიოდშიც განაგრძობს ჩვენს გვერდით დგომას და თიბისის დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ეკონომიკას ამ განსაკუთრებულად რთულ დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება გათვალისწინებულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების და ქვეყნის ფინანსური სექტორის მხარდასაჭერად, რათა პანდემიის მიუხედავად მათ შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება და ქართული ეკონომიკის განვითარება“, - ტერეზა ჩერვინსკა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023