ფინანსები
25/10/2021

თიბისიმ EFSE-სგან $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მხარეებმა სასესხო ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით, თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს საინვესტიციო და სამუშაო კაპიტალის საჭიროებების დასაფინანსებლად გამოუყოფს სესხს.

ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამ ფინანსური ინსტრუმენტით ბანკი მხარს დაუჭერს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებას, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე კლაუს მიულერი TBC-ის ძლიერ პოზიციებზე მიათითებს პანდემიის პირობებში და ახალი რესურსით ფინანსურ ხელმისაწვდომობის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023