ფინანსები
16/03/2021

თიბისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!

ინიციატივას თიბისიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, ინტერნეტ და მობაილბანკით გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში. სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე

კვირეულის ფარგლებში, კომერციული ბანკების ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდება. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:

1. კატეგორია "ბლოგი" - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის;

2. კატეგორია "ვიდეო" - ვიდეო ფორმატის ("Vlog", "Motion Design") ნამუშევრებისათვის.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023