ფინანსები
26/07/2021

თიბისი ლიზინგი: იჯარა უფრო პრიორიტეტული გახდა, ვიდრე რაიმეს შეძენა

„თიბისი ლიზინგის“  კომერციული დირექტორი ზურა გუგუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბოლო 6 თვეში ლიზინგის გაცემა, მათ შორის ივლისში, პრაქტიკულად გასამმაგებულია.

მისი ინფორმაციით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს უკვე მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც 2019 წლის დაახლოებით 70-80%-ს შეადგენს, თუმცა, პანდემიური კრიზისის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივი და პოზიტიური შედეგია.

მისივე განცხადებით, “თიბისი ლიზინგმა“ დაიწყო მუშაობა და შექმნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც კრიზისულ პერიოდში მომხმარებლებს ხარჯის შემცირების საშუალებას მისცემდა.

„მთავარ ამოცანად დავისახეთ შეგვექმნა მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები, მაგალითად, ისეთი, როგორიც საოპერაციო ლიზინგია. მოთხოვნა გაიზარდა უფრო მოკლევადიან და მცირე მოცულობის პროდუქტებზე, რაც სავსებით ბუნებრივია, ადამიანები გრძელვადიან გეგმებს ერიდებიან. მაგალითად, იჯარა უფრო  პრიორიტეტული გახდა, ვიდრე რაიმეს შეძენა. ასევე, ლოგიკურია, რომ გაიზარდა მოთხოვნა სამედიცინო მიმართულებით, როდესაც ჰორეკა სექტორის აქტივობა შემცირდა,“ - აცხადებს გუგუშვილი.

„თიბისი ლიზინგის“ კომერციული დირექტორი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში იგეგმება ორი გამორჩეული პროდუქტის შეთავაზება ბაზრისთვის - კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი და საოპერაციო ლიზინგი მძიმე ტექნიკისა  და სადისტრიბუციო მანქანებზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023