ფინანსები
27/07/2021

თიბისი ლიზინგი: 2 თევზსაჭერი გემი და 2 იახტა უკვე დავაფინანსეთ

„თიბისი ლიზინგმა“ უკვე დააფინანსა 2 თევზსაჭერი გემი და 2 იახტა - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი ლიზინგის“ კომერციულმა დირექტორმა ზურა გუგუშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებობს თევსაჭერის დასაფინანსებლად რამდენიმე პროექტი, რომელიც დამუშავების პროცესშია.

„ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ სექტორს მხარში დაუდგა, რამაც სხვა ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესებაც გამოიწვია, ეს თავის მხრივ, ქვეყნის და ეკონომიკის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროდუქტის განვითარება ხელს შეუწყობს თევსაჭერ სექტორს და გემების მშენებლობის მიმართულებას, რომლის მხარდასაჭერად ჩვენი კომპანია სრულ მზაობას გამოთქვამს,“ - აცხადებს გუგუშვილი.

მისივე განმარტებით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს საიახტო სექტორით დაინტერესბეულ პირებს, რათა ხელი შეუწყოს ამ მიმართულების განვითარებას და ის ბაზრისთვის მაქსიმალურად საინტერესო გახადოს.

„საიახტო ინდუსტრია სიახლეა როგორც ჩვენთვის, ისე, ზოგადად ქვეყნისთვისაც, შეიძლება ითქვას, ეს სექტორი საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. დღესდღეობით, ჩვენს კომპანიას დაფინანსებული აქვს 2 იახტა და ვმუშაობთ სხვა მიმდინარე პროექტებზეც,“ - აცხადებს გუგუშვილი.

„თიბისი ლიზინგის“ კომერციული დირექტორი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს - უახლოეს თვეებში იგეგმება ორი გამორჩეული პროდუქტის შეთავაზება ბაზრისთვის: კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი და საოპერაციო ლიზინგი მძიმე ტექნიკისა  და სადისტრიბუციო მანქანებზე.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, გუგუშვილი აცხადებს, რომ 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს უკვე მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც 2019 წლის დაახლოებით 70-80%-ს შეადგენს, თუმცა პანდემიური კრიზისის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივი და პოზიტიური შედეგია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023