ფინანსები
03/05/2023

თიბისი კონცეპტი შეხვედრას "მოდის სცენის მიღმა ცხოვრება"-ს უმასპინძლებს

5 მაისს, 8 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, Ieri Store-თან და Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე მოდის სცენის მიღმა ცხოვრება.

შეხვედრის მთავარი სპიკერები იქნებიან Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი, Gael Mamine  და Margiela-ს ყოფილი სცენოგრაფი, Ania Martchenko.

 გაელი და ანია გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას ინდუსტრიაში, ისაუბრებენ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე მოდის ცნობილ ბრენდებთან. ასევე, განიხილავენ კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კომუნიკაციის მნიშვნელობას კულტურებს შორის და იმ გავლენებზე რაც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 გაელ მამინი იყო Balenciaga Heritage და Pierre Bergé - Yves Saint Laurent Foundation კოლექციების ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს როგორც მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორი ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 ანია მარჩენკო სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2003 წლიდან 2008 წლამდე, მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, როგორც გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი.

 შეხვედრა გაიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე.

დასასწრებად,გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

 *ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023