ფინანსები
24/09/2021

თიბისი კაპიტალი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 2022 წლის მეორე კვარტლიდან ელის

თიბისი კაპიტალი რეფინანსირების განაკვეთის 7.25%-მდე შემცირებას ვარაუდობს, თუმცა ეს მოლოდინი საინვესტიციო კომპანიას 2023 წლის ბოლოსთვის აქვს.

მოკლევადიან პერსპექტივაში კი თიბისი კაპიტალი მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება.

მათივე გათვლით, წელს განაკვეთი 10%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, 2022 წლის ბოლოსთვის კი მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდება.

თიბისის სპეციალისტები რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობიან, მათ შორისაა შედარებით დაბალი ინფლაცია, პანდემიის უარყოფითი ეფექტის შემსუბუქება, ტურისტული ნაკადების აღდგენა და უფრო სტაბილური ლარია.

სპეციალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე განაკვეთი კიდევ უფრო მაღლა აიწევდა, თუმცა სებ-მა 15 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული. არ გამოირიცხება, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს.

როგორც კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჯერ კიდევ აგვისტოში (როდესაც განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით გაიზარდა) განაცხადა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას.

"ინფლაციური წნეხი მაღალია რაც მონეტარული პოლიტიკის მკაცრ დონეზე გახანგრძლივებულად შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი თავისთავად მაღალ რეფინანსირების განაკვეთს მოიაზრებს", - განმარტა კობა გვენეტაძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023