ფინანსები
02/05/2023

თიბისი "კანის ლომები 2023-ის" ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი  „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. საქართველოში ჩატარებულ წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 201 გუნდი ოთხ კატეგორიაში შეეჯიბრება, ესენია: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი.

კონკურსის თანახმად მონაწილე გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა მუშაობდეს და მათი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 48 საათში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეები და შექმნეს შემოქმედებითი ნამუშევრები. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური 6 მაისს გამოავლენს.  კონკურსში გამარჯვებულები ივნისში  მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს საქართველოს სახელით გაუწევენ კონკურენციას.

წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს მერვედ ტარდება. თიბისი კი 2016 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. „კანის ლომები“ -  ეს ის პროექტია, რომელიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება, გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და თავიანთი პოტენციალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანონ.

შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსების ჩატარება საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც თავის მხრივ, ქართველ ახალგაზრდებს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე  გასვლის შესაძლებლობას უქმნის.

               

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023