ფინანსები
26/01/2021

თიბისი ბიზნესებს ონლაინ გადახდის ახალ და ყველაზე მარტივ სისტემას სთავაზობს

ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთან ერთად ონლაინ გადახდების ახალ სისტემას - „თიბისი ელ.კომერციას“ და სპეციალურ სამოტიცავიო პროგრამას ქმნის.

„თიბისი ელ.კომერცია“ გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლიან მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი, ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას უმარტივებს.

„თიბისი ელ.კომერციით“ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს გადახდის მრვალფეროვანი მეთოდები შესთავაზონ.

მათ შორის, გადახდა შესაძლებელია:

· ბარათით

· თიბისის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციით

· თიბისის მობაილბანკით - QR კოდით

· Apple Pay-თ

· ერთგული ქულებით

· ონლაინ განვადებით

„თიბისი ელ.კომერციის“ ონლაინ მაღაზიაში გააქტიურება მარტივად, დეველოპერის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში განხორციელებულ ყოველდღიურ ტრანზაქციებს კი ბიზნესის წარმომადგენელი მარტივად მართავს, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ სივრცეში.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

ამასთან ერთად, გრძელდება თიბისის და VISA-ს ერთობლივი პროექტი - „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შექმნა და პროდუქციის მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდვა შეუძლიათ. კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, ასევე, ვებ-გვერდზე ონლაინ გადახდის სისტემის - „თიბისი ელ.კომერციის“ და მიტანის სერვისის ჩაშენებას.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, ხოლო „თიბისი ელ.კომერციით“ 2 თვით საკომისიო (შევსებადი) გადასახადის გარეშე ისარგებლებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023