ფინანსები
27/09/2021

თიბისი ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

აქ, ახლა თიბისი არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების ლიმიტს ზრდის და მომხმარებელს სერვისის მიღებას ციფრული არხით სთავაზობს.

განახლებული პირობების ფარგლებში:

უზრუნველყოფის წარმოდგენა სავალდებულოა არ არის 250,000 ლარამდე მოცულობის საბანკო გარანტიისათვის.

საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული ხელმოწერით.

გარანტია განკუთვნილია 5 000 000 ლარამდე კონტრაქტებისათვის; 

თიბისი საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებს შორის პირველია, რომელმაც არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის ლიმიტი 250,000 ლარამდე გაზარდა. ასევე, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ხელმოწერა დისტანციურად დაამოწმონ, რითაც ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ დაზოგონ დრო და ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადონ.

„თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, ამ სიახლის დანერგვით ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის წარმომადგენლებს. მათ აღარ მოუწევთ დამატებით უზრუნველყოფის მოძიება საბანკო გარანტიისთვის და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ხარჯებსაც თავიდან ავარიდებთ. ჩვენი მიზანია, ბიზნესმა რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის მისაღებად, გთოხვთ შეავსოთ განაცხადი ვებგვერდზე ან ეწვიოთ თიბისის ფილიალებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023