ფინანსები
31/03/2023

Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება

თიბისის მხარდაჭერით, რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ბრუნდება. 

Tbilisi Open Air 2023-ის არტისტებს შორის იქნებიან Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ. 

თიბისი არაერთი წელია Tbilisi Open Air-ის მთავარი პარტნიორია და ფესტივალთან ერთად საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას უქმნის მსმენელს. თიბისი ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთდ, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მხარდაჭერით გამოხატავს. ფესტივალთან 14 წლიანი მეგობრობაც ამ მხარდაჭერის ნაწილია.  

ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000 მდე მუსიკოსს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.  

თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ფესტივალის აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.  

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023