ფინანსები
25/10/2021

TBC BANK PLC-ი FTSE 250 ინდექსში ბრუნდება

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 ინდექსში ბრუნდება. ლონდონის  ბირჟის ინფორმაციით, ცვლილება ძალაში 27 ოქტომბრიდან შევა.

შესაბამისად, ქართული საბანკო ჯგუფი ლონდონის ბირჟის მე-2 უმსხვიელს ინდექსში იქნება, რომელიც სიდიდით 101-დან 350-მდე კომპანიას აერთიანებს. 

შეგახსენებთ, რომ თიბისიმ FTSE 250 ინდექსიდან მაისიდან Wickes Group-ის (დიდი ბრიტანეთი) Travis Perkins-დან (დიდი ბრიტანეთი) გამიჯვნის და ფიქსირებული ინდექსების ხელახალი რანჟირების შემდეგ, მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების FTSE SmallCap ინდექსში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში 2017 წლის ივნისში შევიდა.

დღეისათვის თიბისის კაპიტალიზაცია  861,5 მლნ ფუნტს აღწევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023