ფინანსები
23/03/2023
ავტორი: Business Partner

თამაზ გიორგაძის Raisin-მა €60 მლნ-იანი საინვესტიციო რაუნდი ჩახურა

ბერლინში დაფუძნებულმა ფინტექმა Raisin-ი E დაფინანსების სერიაში, არსებული და ახალი ინვესტორებისგან €60 მლნ-ის მოზიდვა მოახერხა. მათ შორის კი აშშ-ს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ც და $400 მლრდ-იანი აქტივების მქონე M&G Investments-ც იყვნენ.

გლობალური დანაზოგების და ინვესტიციების ფინტექმა ცოტა ხნის წინ 1 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა, რომელთათვისაც 2012 წელს, კომპანიის დაარსების შემდეგ, ჯამში €850 მლნ-ს ოდენობით საპროცენტო სარგებელი გამოიმუშავა.

Raisin უკვე ნახევარი წელია მომგებიანია და ამჟამად გლობალურად მომხმარებლების €38 მლრდ-ის აქტივებს მართავს, რაც ბოლო 6 თვეში 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათ შორის, ფინტექ კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მლრდ-ის აქტივს მართავს, სადაც 2020 წელს შევიდა. ინვესტიციის მოზიდვაში Raisin-ს მხარს Goldman Sachs Bank Europe უჭერდა, რომელიც მოქმედებდა როგორც ერთადერთი განთავსების აგენტი ტრანზაქციაზე.

შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულში  კომპანიამ Goldman Sachs-ი ახალი დაფინანსებების მოძიებისთვის დაიქირავა. Raisin-ის ინვესტორები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიების ინვესტორები არიან, როგორებიცაა Index Ventures და PayPal Ventures, ასევე PayPal-ის თანადამფუძნებელი პიტერ ტიელი და Goldman Sachs.

Raisin-ი ქართველმა ანტრეპრენიორმა თამაზ გიორგაძემ ფრანკ ფროინდთან და მაიკლ სტეფანთან ერთად, 2012 წელს, ბერლინში დააფუძნა. ის კომპანიაში CEO-ს პოზიციაზეცაა წარმოდგენილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022