ფინანსები
31/05/2023

SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისში რიუიჩი საკამოტოს მუსიკალური ნაწარმოებები Kordz-ის შესრულებით აჟღერდება

SOLO-ს მხარდაჭერით, 19 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში ცნობილი იაპონელი კომპოზიტორის, რიუიჩი საკამოტოს მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებები ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის, არანჟირებით აჟღერდება. ღონისძიების გენერალური სპონსორია SOLO.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი ჰოლანდიურ ანსამბლ Asko|Schönberg-თან ერთად 2021 წლის Holland Festival-ისთვის მომზადდა მაესტრო საკამოტოსთან თანამშრომლობით. თუმცა, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ახალი ნაწარმოები ნიკოლოზ რაჭველის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ალექსანდრე კორძაიას არანჟირებით შესრულდება.

დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილების მისაღებად, SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ, SOLO-ს ან საქართველოს ბანკის VISA ბარათით გადახდისას წინასწარ, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ბილეთები, დაესწრონ კონცერტს და გახდნენ მსოფლიოში აღიარებული იაპონელი კომპოზიტორის მუსიკალური სამყაროს ნაწილი.

კონცერტის ვიზუალურ მხარეზე ჰოლანდიელი არტისტი ბორის ეკეტი იმუშავებს, რომელსაც ეკუთვნის 2021 წლის კონცერტის ვიზუალური გაფორმებაც.

SOLO აქტიურად აგრძელებს კულტურული პროექტების მხარდაჭერას, რათა SOLO მომხმარებლისთვის შექმნას დასამახსოვრებელი, გამორჩეული და უნიკალური გამოცდილება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი, რომელიც რიუიჩი საკამოტოს მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებების თბილისში გაცოცხლებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

ინფორმაციისთვის, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში SOLO მომხმარებლები ბილეთების შეძენას წინასწარ, შეზღუდული დროით, მხოლოდ 31 მაისამდე შეძლებენ. SOLO მომხმარებლებისთვის კი სპეციალური შეთავაზება - ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება ბილეთების გაყიდვის პერიოდში სულ იმოქმედებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023