ფინანსები
26/10/2021

სისტემური ბანკების კონცენტრაცია გაზრდილია - რეიტინგი

სისტემური ბანკების კონცენტრაცია კიდევ გაზრდილია. 01.10.2021-ისთვის თიბისის და საქართველოს ბანკის წილი აქტივებში 74.5%-ია (01.09.2021-74.3 %) ფიზიკური პირების დეპოზიტეში 82 %.

წმინდა მოგებაში (კონსოლიდირებული - ₾1.642 მლრდ; 14 -ის კრებსითი- ₾ 1.644 მლრდ) 85% მოდის სისტემური 2 ბანკის ჯამურ მოგებაზე ((01.09.2020: 86%, კონსოლიდირებული  ₾1.471 მლრდ. 14-ის კრებსითი 1.473 მლრდ ლარი). 

მაღალი კონცეტრაცია, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სულაც არ ნიშნავს დაბალ კონკურენციას, რაც სატელევიზიო ეთერში კობა გვენეტაძემ პორტფელის ჭრილში ახსნა. 2 ბანკი დომინირებს მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებაში, თუმცა მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების  ქეისებით დანარჩენი ბანკების წილი 35%-ს აღემატება. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. რაც მაღალ კონკურენციაზე მიანიშნებს. შესაბამისად გამოდის, რომ კონცენტრაციის ზრდა კონკურენციას არ ზღუდავს.

Top-9  01.10.2021 მილიარდერი ბანკები

ბანკი

წილი აქტივებში

 საცალ დეპოზიტებში

თიბისი

39.23%

40.24%

საქართველოს ბანკი

35.28%

40.01%

ლიბერთი ბანკი

4.93%

6.20%

ვითიბი ბანკი

3.63%

3.40%

პროკრედიტ ბანკი

3.19%

2.37%

ბაზისბანკი

2.82%

2.04%

კრედო ბანკი

2.68%

0.62%

 ქართუ ბანკი

2.22%

1.57%

 ტერა ბანკი

2.26%

2.25%

წყარო: კომერციული ბანკები

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023