ფინანსები
25/01/2023

სისტემური 2 ბანკის წილი 77%-მდე გაიზარდა

ბანკების მთლიანი აქტივები წლიურად (Y.Y) 16%-ით არის გაზრდილი, 70.3 მლრდ ლარამდე (2021 – ₾ 60,568 მლრდ). ტემპი პანდემიამდელ კოეფიციენტს (+19%Y.Y) ჩამოცდება, მაგრამ უახლოვდება. წინა წელთან შედარებით კი ზრდა 2.5-ჯერ აჩქარებულია (2021 +6.5%Y.Y).

სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის დეკემბერში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 4,5%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით)

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1%-ია (L/Y – 7.91 მლრდ; 13.2%).

საბანკო სექტორი ჯერჯერობით 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მ.შ. სანქცირებული ვითიბი, 430 მლნ-მდე შემცირებული აქტივებით. რომელიც Top -4-დან, ბოლოდან მე-4-ზეა გადანაცვლებული. IV პოზიციას კი მისი ქეისებით გამსხვილებული, ჩინური კაპიტალის ბაზისბანკი იკავებს.

სისტემური 2 ბანკის (TBC/BOGG) წილი 77%-მდეა გაზრდილი (L/Y – 74.6%).

   ბანკები მილიარდზე მეტი აქტივებით             000 ₾

 

2022

2021

თიბისი

27,491,902

23 405 201

საქართველოს ბანკი

26,625,502

21 788 184

ლიბერთი

3,623,272

  3 111 348

ბაზისბანკი

3,623,272

  1 868 427

კრედო

2,204,023

  1 851 836

პროკრედიტ ბანკი

1,726,761

  1 787 839

ტერა ბანკი

1,503,728

  1 351 301

ქართუ ბანკი

1,484,525

  1 223 891

წყარო: ბანკები

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023