ფინანსები
31/10/2023
სექტორის მოგების 94% ხუთ ბანკზე მოდის
საბანკო სექტორს სექტემბერში წმინდა მოგება 250 მლნ ლარით გაეზარდა და პირველი ოქტომბრისთვის 2.04 მლრდ ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში 15-დან 12 ბანკი მოგებაზეა და სექტორის წმინდა მოგების 90%-ზე მეტი 5 ბანკზე მოდის.
ბაზარზე არსებული 15 ბანკიდან 13-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალია.
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 74.8 მლრდ ლარია.
საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.3%-ია.
ბანკები > ₾20 მლნ წმინდა მოგებით
| TOP-8 | Q3/2023 | 8m/23 |
| საქართველოს ბანკი | 981,962 | 853,553 |
| თიბისი | 803,752 | 717.812 |
| ლიბერთი | 63,364 | 54.989 |
| ბაზისბანკი | 43,580 | 42,413 |
| პროკრედიტ ბანკი | 38,743 | 35,178 |
| ქართუ | 27,044 | 22,660 |
| კრედო | 26,541 | 21,046 |
| ტერაბანკი | 25,824 | 20,137 |
| 000 ₾ | 000 ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები ანგარიშგება (IFRS-ით)
