ფინანსები
20/10/2021

სექტემბერში საგარეო ვალი $72 მლნ-ით შემცირდა

საგარეო ვალის შემცირების ტენდეცია სექტემბერშიც გრძელდება. აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 72 მლნ დოლარით არის შემცირებული და 1-ლი ოქტომბრისთვის 7.975 მლრდ დოლარია.

სექტემბერში საქართველომ 31 მლნ დოლარი ისესხა, თუმცა, 38 მლნ დოლარი გაისტუმრა. 

რაც შეეხება წლიურ დინამიკას, ქვეყნის საგარეო ვალი, კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, მაჩვენებელი გაზრდილია $1.2 მლრდ-ით, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, აგვისტოში მაჩვენებელი 1.4 მლრდ-იან მატებას აჩვენებდა.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მთავრობა საგარეო ვალის შემცირების ფონზე, შიდა ვალს ზრდის. 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფინანსება 1.3 მლრდ ლარით იზრდება და 2022 წლის ბოლოს  ნაშთი 6.95 მლრდ ლარს მიაღწევს. შიდა ვალის გაზრდა ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან უფრო მეტ ვალს აიღებს. მეტი მიწოდება გაუძვირებს თუ არა მთავრობას საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ ფულს, უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია რომ 2022 წლის გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებიდან ინფლაციაზე წნეხს, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით გაანეიტრალებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასაც მოიაზრებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023