სებ-ში ბანკებით უკმაყოფილო მომხმარებელთა განაცხადები გაიზარდა
სებ-ში სექტემბრის განმავლობაში კომერციულ ბანკების მომხმარებელთა 2 222 პრეტენზია შევიდა. აგვისტოში გაცხადებულზე 36%-ით მეტი.
შარშანდელთან შედარებით კი ბანკის კლიენტების ჩივილები რეგულატორთან 46%-ით გაზრდილია..
სებ-ის სტატისტიკით, მომხმარებელის ყველაზე მეტი, მთლიანი პრეტენზიების 40% მიმდინარე ანგარიშს/სადებეტო ბარათების მომსახურებას უკავშიერდება. II პოზიციაზე სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიებია.
პრეტენზიების რაოდენობა სერვისების მიხედვით: /09/2023/
| მომსახურება | რაოდენობა |
| ხელშეკრულება | 763 |
| ტრანზაქცია | 739 |
| ადმინისტრაციული | 305 |
| ვადაგადაცილება | 80 |
| შეცდომაში შეყვანა | 75 |
| საკომისიო | 64 |
| სა% შენატანი | 36 |
| ერთეული |
წყარო: კომერციული ბანკი
სექტემბრის 2 222 პრეტენზიიდან 905 უსაფუძვლოდ კვალიფიცირდა, 501-ს მომჩივანი კლიენტის მომსახურე ბანკი შეისაწვლის და რეაგირებაც მოყვება.
კომერციულ ბანკებში ამ დროისთვის 811 პრეტენზიაა განხილვის პროცესში. დასრულებულ 5 პროცესზე, საფუძვლიანად მიჩნეულზე პრობლემა ჯერ არ არის აღმოფხვრილი.
