ფინანსები
20/06/2023

სებ-მა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა.

"ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" დამტკიცების მთავარ მიზანს საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML / CFT) მიზნით რეგულირება წარმოადგენს.

წესი ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი / არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმებს, სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის, ელექტრონული სისტემის და  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით (AML / CFT) მოთხოვნებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების და სახელმძღვანელოს შესაბამისად.

"ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი” 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

აღნიშნული წესი (დანართებით) ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე,  შემდეგ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023