ფინანსები
15/12/2021

სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა. კორპორაციული მართვის კოდექსი 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებებს საწარმოები 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის წარმოადგენენ.

კოდექსის მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. როგორცეროვნულ ბანკში განმარტავენ, ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

დოკუმენტი სებ-მა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით შეიმუშავა.

საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტითაა დადგენილი. საწარმოებს უკვე აქვთ ვალდებულება შესაბამისობაში იყვნენ ამ მოთხოვნებთან. თუმცა, 2020 წელს, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავება, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენდა იმ ორგანიზაციულ მოთხოვნებს, რომლებსაც საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ.

"საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი“ ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას - "შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა“, რომელიც მოითხოვს კოდექსით დადგენილ პრინციპებთან მიმართებაში ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამჟღავნებას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023