ფინანსები
15/05/2023

სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების განახლებული წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგულირების წესის" განახლებაზე მუშაობა დაასრულა.

მარეგულირებლის ინფორმაციით, განახლების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ღია ბანკინგთან დაკავშირებული ორი ახალი საგადახდო მომსახურების - ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს საგადახდო მომსახურების სექტორის განვითარებასა და დივერსიფიკაციას. ამავე დოკუმენტში განსაზღვრულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა რეგისტრაციის განაცხადის მიღების წესი და სარეგისტრაციო მოთხოვნები.

განახლებული წესით ასევე განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების, პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების, მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მფლობელების და საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების წილობრივი მონაწილეობის ცვლილების შესახებ შეტყობინების და რეგისტრირებული პროვაიდერების მიმართ სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებები.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების განახლებული წესი მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადის წარდგენისას სწორედ განახლებული წესით უნდა იხელმძღვანელონ.

დოკუმენტი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - სამართლებრივ აქტებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023