ფინანსები
10/04/2023

სებ-მა მსოფლიო ბანკის მორიგ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოში ელექტრონული გადახდების წახალისების მიზნით, ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკში გაიმართა  სამუშაო შეხვედრა საგადახდო ბაზრის მონაწილეებთან.

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე - პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. მან ისაუბრა ელექტრონული გადახდების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკისათვის, ეროვნული ბანკის გეგმებზე და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2022 წლის დეკემბერში საქართველოში ელექტრონული გადახდების განვითარების დონის ანალიზისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ ფორმატში. მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა საქართველოს საგადახდო ბაზრის მონაწილეებს (კომერციულ ბანკებს, საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საერთაშორისო საბარათე სისტემებს) გააცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, ბაზრის შეფასებები და მოლოდინები ელექტრონული გადახდის საშუალებების განვითარებასთან მიმართებაში. თავის მხრივ, ბაზრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბაზარზე არსებულ ბარიერებზე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე როგორც მომხმარებელთან, ასევე სავაჭრო-მომსახურების ობიექტებთან მიმართებაში. მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები და შეთავაზებები საქართველოში ელექტრონული გადახდების შემდგომი განვითარების დასაჩქარებლად.  

საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორებთან ერთად, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023