ფინანსები
01/06/2023

სებ-მა "კრედო" 2-ჯერ დააჯარიმა

რუსეთის დასანქცირების შემდეგ საქართველოს საფინანსო სექტორის ზედამხედველმა 8 კომერციული ბანკი დააჯარიმა. 

სებ-ის ინფორმაციით, მარტიდან AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის ასევე 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა სანქცირებული.

მაისის მდგომარეობით 154 სუბიქტის, მათ შორის სავალუტო ჯიხურების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მისოების და ბანკების დაჯარიმებაზე, სებ-ის  ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნა, რომ სანქციების  დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. თუმცა ფულადი ჯარიმები გამოიწერა. ძირითადად პროგრამული სისტემის, ასევე შიდა კონტროლის მექანიზმის გაუმართაობაზე, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის მეთოდებზე.

მისი თქმით,სანქციების დარღვევის მცდელობასაც კი უმკაცრესი რეაგირება მოყვება. პროცესი რუსეთისთვის აშშ-ს, ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების დაწესების პირველივე დღიდან მკაცრად მონიტორინგდება.

         დაჯარიმებულები                         

კომერციული ბანკი მიკროსაფინანსო/ო
კრედო ლიდერ კრედიტი
პაშა ბანკი ნოვა კრედიტი 
ტერაბანკი ლაზიკა კაპიტალი
ზირაათ ბანკი გირო კრედიტი
პროკრედიტ ბანკი სვის კაპიტალი
 სილქბანკი მონეტა ექსპრესი
 ვითიბი ბერმელი
 ტერაბანკი MBC
  რიკო ექსპრესი
  კრისტალი
  სმარტ ფინანსი
წყარო: სებ-ი  

კომერციული ბანკებისთვის, სულ, ₾400 000-მდე ჯარიმებია გამოწერილი. აქედან ყველაზე მეტი - ₾74 000 "კრედოზე" მოდის. ყოფილი  მისო  2-ჯერ დაჯარიმდა, შარშან ზაფხულში და მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023