ფინანსები
14/05/2021

სებ-მა ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის საფინანსო ორგანიზაციები 584 000 ლარით დააჯარიმა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის დარღვევისთვის ეროვნულმა ბანკმა 10 საფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.

ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 584,000 ლარი შეადგინა.

დაკისრებული ჯარიმები:

  • კომერციული ბანკი- 276 000 ლარი;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 271 000 ლარი;
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 21 000 ლარი;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 16 000 ლარი

2020 წლის განმავლობაში სულ  შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენლი, მათ შორის,   10 სუბიექტი, რომლის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ  შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2020 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 43 სუბიექტის მიმართ დისტანციური ტიპის ე.წ. Follow-up შემოწმება დაიწყო.

შეგახსენებთ, 2019 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აკვეთის კანონის დარღვევისთვის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები 1 698 800 ლარით დაჯარიმდნენ. სულ 61 სუბიექტი იყო შემოწმებული. ბანკებისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ 726 000 ლარი შეადგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023