სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა იკლო
ქვეყნის სარეზერვო აქტივები 01.09.2023 -ის მდგომარეობით $5.437 მილიარდამდეა. აგვისტოში 1 მილიონამდეც არ შეივსო, როცა ივლისში ერთბაშად $ 370 მლნ-იანი ზრდა იყო.
აგვისტოში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა მნიშვნელოვნად იკლო. სებ-მა ივლისში Bmatch-ზე $300 მილიონამდე შეისყიდა და ამით ლარის ლიკვიდობა 800 მილიონით გაზარდა. აგვისტოში კი 80%-იანი კლებაა.
სავალუტო რეზერვების შემცირება შეაკავა ბანკების სავალდებულო რეზერვების მატებამ, რაც დეპოზიტების დოლარიზაციას უკავშირდება. 01.09.2023 -ისთვის სებ-ში კომერციული ბანკების 4,780 მლრდ ლარის რეზერვებია (სავალდებულო რეზერვები უცხოური ვალუტით).
სავალუტო ბაზარზე სავაჭრო გარიგებები თითქმის მთლიანად (>99%) სპოტ გარიგებებით შედგა.
სებ-ის წილი მთლიან ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2023)
| იანვარი | 4.9% |
| თებერვალი | 3.4% |
| მარტი | 7,2% |
| აპრილი | 10.8% |
| მაისი | 5.2% |
| ივნისი | 5.0% |
| ივლისი | 9.1% |
გარიგებების მოცულობამ $3 მილიარდს გადააჭარბა (+$572 მლნ Y.Y; -64 მლნ m.m). სებ-ის ინფორმაციით, სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი -89.8% იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე მოდის. დანარჩენი კი არარეზიდენტ ბანკებზე.
