ფინანსები
05/04/2023

სებ-ის საბჭოს წევრობის 19 მსურველიდან 8 კანდიდატთან გასაუბრება გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შემოვიდა. 

განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. 

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაგზავნა  15 მარტამდე იყო შესაძლებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023