სებ-ის რეგულაციებმა ბიზნესსესხებიც მოთოკა
ბანკებმა დაკრედიტება შეანელეს. სებ-ის სტატისტიკით, წლიური ზრდა 4%-საც ვერ აღწევს (01.11.2021 - ₾ 41.7 მლრდ), გასული წლის ნოემბრისთვის დაკრედიტების ზრდა 15%-მდე იყო (01.11.2020 - ₾ 36.3 მლრდ). მას შემდეგ სებ-მა დაკრედიტების მოსათოკად, მოთხოვნის შესამცირებელი რამდენიმე რეგულაცია აამოქმედა. ბოლო იყო სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლევადიანების, რაც მთლიანი პორტფელის 1პპ-ით შემცირებაზე გაითვალა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ოქტომბერში სავალუტო სესხები 244 მლნ ლარით, ხოლო ლარის პორტფელი 260 მლნ ლარით გაიზრდა.
სებ-ის სტატისტიკით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 01.11.2011-ის მდგომარეობით, 19.3 მლრდ ლარის კრედიტებია გაცემული (01.11.2021 - ₾ 20.05 მლრდ) და 12.07 მლრდ ლარის, სავალუტო პორტფელზე მოდის. ბიზნესესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 62.5%-ია (L/Y - 67.2%) ;
მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 55.2% -ია (L/Y - 48.4%).
ბანკების რეიტინგის სესხებით (000 ₾)
| 
 
  | 
 01.11.2022  | 
 01.11.2021  | 
| 
 თიბისი ბანკი  | 
 16,756,976  | 
 16 009 007  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 15,721,295  | 
 15 045 058  | 
| 
 ლიბერთი  | 
 2,381,434  | 
 1 912 838  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 2,037,848  | 
 1 184 034  | 
| 
 კრედო  | 
 1,697,179  | 
 1 428 428  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,150,154  | 
 1 381 647  | 
| 
 ტერაბანკი  | 
 1,064,365  | 
 944 348  | 
