სებ-ის $20 მილ-იან შეთავაზებაზე მოთხოვნის ნაკლებობას ბაზარი მაღალი კურსით ხსნის
სებ-ის $20 მილიონიან შეთავაზებაზე მოთხოვნის ნაკლებობას ბაზარი მაღალი კურსით ხსნის. $1/2.84 მყიდველებს ეძვირა.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკის გამოტანილი $20 მლნ-დან, სისტემამ $13,6 მლნ აითვისა, აშშ ვალუტა საშუალოდ 2,8445 კურსით შეიძინა. სებ-მა ამ ინტერვენციით მიმოქცევიდან 39 მლნ ლარამდე ამოიღო, რაც არაპირდაპირ ლარის გამყარებას ემსახურება.
სებ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ინტერვენცია კურსთან დაკავშირებული არაა. ძირითადად მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორებით (მიგრანტა ნაკადის ზრდ/კლება, შესაბამისად ვალუტის შემოდონება/გადინება).
ასევე წინა ინტერვენციისას მიწოდება 3-ჯერ აღემატებოდა მოთხოვნას. 17 აგვისტოს $20 მლნ-დან 8.305 მლნ დოლარი გაყიდა, 31 აგვისტოს, $40 მლნ-დან, მხოლოდ $32,3 მილიონი, $1/2,8 და $1/2,9 კურსით.
თავად სებ-ი ვალუტას უფრო იაფად ყიდულობს, 10 აგვისტოს 40 მლნ შეისყიდა $1/2.7-ად, 5 აგვისტოს $20 მილიონი 2,72-ად და 1 აგვისტოს $1/₾ 2.7514 კურსით, $10 მლნ.
ამასთან სებ-ი აქტიურად ვაჭრობს ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე, ივლისში $1/2,66 კურსით $109,7 მლნ შეისყიდა. აგვისტოში $50 მლნ-ზე მეტი და სექტემბერში ჯერჯერობით $60 მლნ-ის ფარგლებში აქვს ნავაჭრი (წმინდა შესყიდვა).
| 
 სებ-ის შესყიდვები აუქციონზე ($) Bmatch-ზე ($)  | 
||
| 
 05/2022  | 
 10 000 000  | 
 31 250 000  | 
| 
 06/2022  | 
 
  | 
 23 400 000  | 
| 
 07/2022  | 
 
  | 
 109 700 000  | 
| 
 08/2022  | 
 70 000 000  | 
 55 000 000**  | 
წყარო: სებ-ი °* მოიცავს კიდევ 2 კომპონენტს
ბოლო განახლებული ინფორმაციით, Bmatch-ზე სებ-ი ვალუტით 4 მისოსთან (მ.შ. კრისტალი, რიკო), 13 კომერციული ბანკთან, 3 არასაფინანსო კომპანიასთან (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) და 2 ფონდთან (საპენსიო სააგენტო, Eaton Vance...) ვაჭრობს.
