ფინანსები
30/01/2023

სებ-ი ციფრული ₾-ის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური კომპანიების მოწვევას ასრულებს

ლარის გაციფრულებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული ფინტექ კომპანიების მოწვევის ვადა იწურება.

სებ-ის ცნობით, პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად.

"ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ციფრული ლარის დანერგვის თანმდევი რისკები. საქართველოს ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, რისკების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ვერსიის პრაქტიკულ ტესტირებას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს", - განმარტავს სებ-ი.

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.

2021 წლის 30 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყებაზე განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სებ-მა მოიკვლია CBDC-ის სისტემის საშუალებით ტექნოლოგიური, საზედამხედველო და ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023